ნინო ჟვანია
პროგრამების მენეჯერი/რადიოწამყვანი/პროდიუსერი პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი. 2000 წელს DAAD-ს სტიპენდიატის რანგში გაემგზავრა გერმანიაში დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში სასწავლებლად. ევროპაში ხუთწლიანი მოღვაწეობისას განსაკუთრებით დაინტერესდა თანამედროვე მუსიკით, რასაც მოყვა გამარჯვება ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და …