რადიო „მუზა” არა მხოლოდ კლასიკური მუსიკის მაუწყებელია საქართველოში, არამედ იგი საზოგადოებრივ ინტერესებსაც ემსახურება: აცნობს ქართულ აუდიტორიას ევროპასა და მსოფლიოში არსებული კლასიკური მუსიკის სიახლეებს, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსების შესახებ, ასევე მთელ მსოფლიოს აწვდის ინფორმაციას ქართული მუსიკისა და ქართველი შემსრულებლების, ასევე საქართველოში მიმდინარე ფესტივალისა და ღონისძიებების შესახებ.
საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, მისი კულტურული მნიშვნელობა ბევრად აღემატება მსმენელისთვის მხოლოდ სიამოვნების მინიჭების ფუნქციას. რადიო „მუზას“ მიზანია, მრავალფეროვანი მუსიკა მიაწოდოს ქართულ აუდიტორიას და ხელი შეუწყოს ქართული მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზებას, რათა იგი ხელმისაწვდომი გახადოს მთელი მსოფლიოსათვის.